Accentnews.ge
"ჩემი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს"

"ჩემი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს"

17/07/2019 13:48:12 სხვა, სამართალი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, დღეს მისი დაცვის წევრს კობა კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.

ოქრუაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებს, რის გამოც იგი გამორიცხავს, რომ კოშაძეს შესაძლოა იარაღი მართლაც ჰქონოდა:

“ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე пошел на хуй-მეთქი. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის ერთი წევრი და უახლოესი ადამიანი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016- ში ორივეს, რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს მაშინ არ ქონდა და ეხლა რაში სჭირდებოდა?

ზეგ ვბრუნდები პასუხი რუსულად, რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრა მეფისტოფელს.

ისე საკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007-ში, მერე როგორც გაგრძელდა კი იცით.

ერთი რამ ზუსტად ვიცი. ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსანის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში პირიქით. მატროსოვი და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე თუ მასე არ მოხდება”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრ კობა კოშაძეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას ედავებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S