
ბათუმის N15 საჯარო სკოლას ახალი სასწავლო კორპუსი ექნება
06/05/2021 14:58:47 რეგიონები, რეკლამა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი სსიპ ქალაქ ბათუმის №15 საჯარო სკოლის არსებული შენობის სრული რეაბილიტაციისა და დამატებითი კორპუსის მიშენების სამუშაოების შესყიდვაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2 986 577 ლარს.
განხორციელდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია. აშენდება სამ სართულიანი ახალი შენობა. სკოლას დაემატება 12 საკლასო ოთახი. ახლი კორპუსში ისწავლის 700-ზე მეტი მოსწავლე ორ ცვლაში. მოეწყობა თანამედროვე სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა იქნება ადაპტირებული. მოეწყობა ლიფტი და პანდუსი. ეზო კეთილმოეწყობა სრულად.