ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ
06/05/2021 14:04:34 მსოფლიო
ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ, – იუწყება უკრაინული მედია.
ევროპელი დიპლომატები უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. დონბასში გადაღებულ ფოტოებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვასილი ბოდნარი აქვეყნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
მანამდე, ნიდერლანდების საელჩოში განაცხადეს, რომ ნიდერლანდების, ბელგიისა დ ალუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის მიზანს აღნიშნული ქვეყნების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დადასტურება წარმოადგენს.
ხვალ კიევში სამი ევროპელი დიპლომატი მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრას.


