Accentnews.ge
მამა გიორგი ჩაჩავა "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

მამა გიორგი ჩაჩავა "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

06/05/2021 13:48:16 საზოგადოება

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. იგი პირველი სასულიერო პირია, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა.

მამა გიორგი ჩაჩავა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა:

"ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს. ბავშვები ვერ დადიან სკოლაში, წრეებზე, სპორტზე. ერთი წელიწადია ქვეყანა გაჩერებულია. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია, რომ ქვეყანა გაიხსნას და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ კალაპოტს".

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით შავრაზმულმა პროპაგანდამ იმუშავა:

"ქვეყანაში იმუშავა შავრაზმულმა პროპაგანდამ, ინტერნეტი გაივსო ამით. აღარ წავალ ძალიან შორს, საიდან მოდის და ვისგან მოდის, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა არ უნდათ, უნდათ, რომ დიდხანს ვიყოთ ჩაკეტილი და ეკონომიკა მიდიოდეს უკან. ამისთვის იყო ეს გაკეთებული".

საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები იცრებიან.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S