"მედიას მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას"
06/05/2021 13:00:51 საზოგადოება
"მედიას მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
"მედიასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, თუ ნებას მომცემთ ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება, დავუშვათ, განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში, ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს, ასევე მოგმართავთ ოფიციალური წერილით, რის შემდეგაც მივიღებთ დაზუსტებულ სიებს, რის შემდეგაც ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა", – განაცხადა მინისტრმა.


