Accentnews.ge
ზელენსკიმ ბაიდენი უკრაინაში მიიწვია

ზელენსკიმ ბაიდენი უკრაინაში მიიწვია

06/05/2021 11:43:32 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი და ბაიდენის შეხვედრა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მოხდება.

მიწვევა მიიღო ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, შეხვედრა რა ფორმატში შედგება.

„როგორც კი დავბრუნდები ამ მოწვევას პრეზიდენტ ბაიდენს გადავცემ. პანდემიის გათვალისწინებით, ვიპოვით შესაფერის დროს, როცა შევძლებთ უკრაინაში ჩამოსვლას“, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S