Accentnews.ge
"რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს"

"რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს"

06/05/2021 11:24:07 მსოფლიო

რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს,– ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„საფრთხეები რჩება. რუსეთმა ჯარის მხოლოდ ნაწილი გაიყვანა, საგრძნობლად მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინის საზღვართან რჩება. რუსეთს თუ ამას გადაწყვეტს, უმოკლეს დროში შეუძლია აგრესიულად მოქცევა. ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინამ რუსეთის პროვოკაციას თავშეკავებულად უპასუხა. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკა უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.

ამასთან, მან სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S