Accentnews.ge
სად და როგორ წაახალისეს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეები

სად და როგორ წაახალისეს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეები

06/05/2021 10:53:33 მსოფლიო

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეები სხვადასხვა გზით წაახალისეს.

მაგალითად, აშშ-ში მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარეს, აღარ იქნებიან ვალდებულნი, ღია სივრცეში პირბადე ატარონ, თუმცა აღნიშნულის ვალდებულება მათ ხალხმრავალ ადგილებში კვლავ აქვთ.

გარდა ამისა, რიგმა მაღაზიამ ვაქცინირებულ ამერიკელებს მარიხუანა უფასოდ შესთავაზა.

ნიუ ჯერსის შტატში კი ვაქცინირებულ პირებს უფასო ლუდს სთავაზობენ. შტატის გუბერნატორის თქმით, პროგრამის მიზანი ვაქცინაციის პოპულარობის გაზრდაა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს.

სერბეთის მოქალაქეებს, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, ხელისუფლება 25 ევროს გადახდას ჰპირდება. სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ამ ინიციატივის მიზანს გამოჩენილი პასუხისმგებლობის გამო მოქალაქეების დაჯილდოება წარმოადგენს. 16 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებმაც უკვე გაიკეთეს 1 ან 2 დოზა, ან 31 მაისამდე თუნდაც ერთი დოზით აიცრებიან ერთჯერადად 3000 დინარს (25 ევროს) მიიღებენ.

ფულადი ჯილდოს გაცემის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ჯერჯერობით პირველია, მიზნად ისახავს სერბეთში იმუნიზაციის კამპანიის აღორძინებას, შემცირებული საზოგადოებრივი ინტერესისა და მზარდი სკეპტიციზმის ფონზე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ჯანმო–სა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინიებით აცრილი ტურისტებისთვის შესაძლოა, საზღვრები გახსნას. შესაბამისი რეკომენდაციით ევროკომისია ცოტა ხნის წინ გამოვიდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ ის მოქალაქეები, რომელთა მოგზაურობა გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამ რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინით არიან აცრილი, რადგან ჩინური "სინოფარმი", რომლითაც ვაქცინაცია ქვეყანაში ხვალიდან დაიწყება, ჯანმო–სა და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ჯერ არ არის ავტორიზებული.

რაც შეეხება საქართველოს ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისების საკითხს, მტავრობაში აცხადებენ, რომ განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი:

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი. ამასთან, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი".

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შეღავათები შესაძლოა, "კომენტანტის საათის" დროს გადაადგილებას და პირბადის ტარებას შეეხოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S