ჩინეთი ავსტრალიასთან ეკონომიკურ დიალოგს წყვეტს
06/05/2021 10:46:04 მსოფლიო
ჩინეთი ავსტრალიასთან ეკონომიკურ დიალოგს წყვეტს და მის ფარგლებში განუსაზღვრელი ვადით აჩერებს პროდუქციის იმპორტს.
ჩინეთის ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისია გადაწყვეტყილების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს.
აღნიშნულ მოვლენებს ავსტრალიიდან ჰუავეის 5G-ის მობილური ქსელიდან გათიშვა და ავსტრალიის მიერ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნა უძღვოდა.


