Accentnews.ge
„გამიბედოს ვინმემ, წინ გადამიდგეს, განახებთ იმათ კრიახს“ – მიტროპოლიტი ჭყონდიდის მოვლენებზე საუბრობს

„გამიბედოს ვინმემ, წინ გადამიდგეს, განახებთ იმათ კრიახს“ – მიტროპოლიტი ჭყონდიდის მოვლენებზე საუბრობს

06/05/2021 09:25:26 საზოგადოება

ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ მოვლენათა მსგავსი სცენარის მის ეპარქიასი განვითარებაზე განსხვავებული რეაგირება ექნებოდა.

მიტროპოლიტის დასკვნით, მეუფე სტეფანე თავადაა ძალადობის მსხვერპლი.

„ძალადობაზე რომ საუბრობთ, მეუფეს რომ არ უშვებენ იმაში, აბა მე გამიბედოს ვინმე და გადამიდგეს წინ, განახებთ იმათ კრიახს. რომ არ უშვებენ, მაგ ძალადობაზე რატომ არ გადაეცით ტელევიზიებმა, სახალხო დამცველმა რატომ არ გააკეთა განცხადება.

ათინოგენს ვიცნობ როდიდან... სარია რომ გამოგყავთ ექსპერტად და განსაკვეთია, ვინც ხელით შეეხოო. თვითონ რამდენჯერ განსაკვეთია. რადგან მოწყალეები ვართ და პატრიარქი მოწყალეა, რასაც იმსახურებენ, ის რომ გავუკეთოთ, გაბოროტდებიან და თქვენთვისაც საინტერესოები აღარ იქნებიან. თუ ძალიან მოინდომებს, არ ასცდებათ", - ამბობს მიტროპოლიტი.

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე თვეა, ვითარება დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S