გურიაში ფქვილის მწარმოებელი ობიექტი პარალიზებულია: თანამშრომლები გაიფიცნენ
06/05/2021 08:25:41 საზოგადოება
ოზურგეთში შპს "გურია ექსპრესის" თანამშრომლები გაიფიცნენ. ფქვილის მწარმოებელ საწარმოში დასაქმებულები ხელფასის მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელმძღვანელობის მხრიდან ღირსეულ მოპყრობას მოითხოვენ.
თურქული საწარმოს ადვოკატი აცხადებს, რომ დასაქმებულების ყველა მოთხოვნა შესრულდება, გარდა ხელფასის გაზრდისა: ანაზღაურების მომატებას კომპანია ახლო პერსპექტივაში არ განიხილავს.
გაფიცულების ინტერესების დამცველი კი აცხადებს, რომ ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ.
ამჟამად საწარმო ფაქტობრივად, პარალიზებულია და პროდუქციის წარმოება ვერ ხერხდება.


