Accentnews.ge
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ორასამდე ადამიანი გაიფიცა

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ორასამდე ადამიანი გაიფიცა

06/05/2021 07:36:43 საზოგადოება

თბილისი-სენაკი- ლესელიძის ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ორასზე მეტი ადამიანი ხელფასის 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მათი ხელფასი მინიმალურია და დღიურად 30 ლარს იღებენ: აღნიშნულ თანხაში საკვები და ტრანსპორტირების ხარჯები შედის.

ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია ასრულებს. კომპანიის წარმომადგენელი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვს და გაფიცულებს მოლაპარაკებისთვის ათი ადამიანის შერჩევას სთავაზობს.

შეთავაზება მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის. მათი თქმით, დაპირებების აღარ სჯერათ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S