
ფრანგი ჟურნალისტი ალ-ქაიდასთან შეკრულმა ჯიჰადისტებმა გაიტაცეს
06/05/2021 06:59:59 მსოფლიო
მალიში ფრანგი ჟურნალისტი ფრილანსერი ილივიე დიუბუა გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში ჟურნალისტის ვიდეო გავრცელდა, სადაც დიუბუა ჰყვება, რომ ის ტერორისტულ დაჯგუფება ალ-ქაიდასთან გაერთიანებულმა ჯიჰადისტებმა ტყვედ აიყვანეს. იგი ოჯახს, მეგობრებსა და ხელისუფლებას სთხოვს, ყველაფერი გააკეთონ მისი გათავისუფლებისთვის.
ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო უწყება ადასტურებს. სპეცსამსახურები სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოს იდენტურობას არკვევენ.
ილივიე დიუბუა აპრილის თვის დასაწყისში მალიში, ქალაქ გაოდან გაუჩინარდა, რა დროსაც ის ერთ-ერთ ინტერვიუზე მუშაობდა. ინტერვიუ ერთ-ერთი ადგილობრივი ექსტრემისტების ლიდერს ეხებოდა.