ჯანმო "სინოფარმის" ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს
06/05/2021 06:50:09 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინური კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა"სინოფარმის" ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს.
"ჯანმო–ს მრჩეველთა ჯგუფმა "სინოფარმის" სრულფასოვანი შესწავლა გასული კვირიდან დაიწყო. გვაქვს მოლოდინი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს", – განუცხადეს "აქცენტს" ჯანმო–ს ევროპის ბიუროში.
ცნობისთვის: საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყო. "სინოფარმს" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია ამ დრომდე არ აქვს. ცოტა ხნის წინ ჯანმო–ს მრჩეველთა ჯგუფმა "სინოფარმის" შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია.


