გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 1800–ზე მეტი შემთხვევა
06/05/2021 06:46:35 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 1 806-ით გაიზარდა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 144 ადამიანი, 20 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 180 კვლევა, აქედან 14 324 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 856 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,41%-ია, ბოლო 14 დღის - 5,51%, ბოლო 7 დღის - 6,59%.
ჯამში ქვეყანაში გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების 317719 შემთხვევა, აქედან 297676 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4227 გარდაიცვალა.


