კიევი: ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია
06/05/2021 05:57:42 მსოფლიო
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია. საპასუხო ცეცხლი გახსნეს უკრაინის სამხედროებმაც.
დაშავდა 2 უკრაინელი ჯარისკაცი. მათ პირველადი სამედიცინო დაწესებულება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დარღვევების შესახებ უკრაინამ ეუთოს წარმომადგენლობას უკვე შეატყობინა.


