საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა ჩამოვიდა
06/05/2021 05:50:37 საზოგადოება
საქართველოში „ასტრაზენეკას“ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა. სპეციალური რეისი თბილისში დილით შესრულდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ახალი დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამასთანავე, გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ათვისების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.
"ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზით იმუნიზაციაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო.


