Accentnews.ge
ესტონეთი ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს მასპინძლობს

ესტონეთი ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს მასპინძლობს

05/05/2021 20:36:03 მსოფლიო

ესტონეთი ევროპის კონტინენტზე ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყველაზე დიდ სწავლებას მასპინძლობს.

სწავლება Swift Response დღეს დაიწყო და ის მასშტაბური წვრთნების Defender Europe-ის საწყისი ეტაპია.

აშშ-ის არმიის 41-ე საველე-საარტილერიო ბრიგადები გასროლებს რეაქტიული ზალპური სისტემა MLRS-იდან განახორციელებენ.

7 მაისს შეერთებული შტატების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები გამართავენ წვრთნებს, ხოლო 8 მაისს სწავლებები ვერტმფრენების გამოყენებით განხორციელდება.

ესტონეთში სამხედრო წვრთნები 14 მაისს დასრულდება.

ზოგადად, Defender Europe-ის წვრთნებში 16 სახელმწიფო და 28 000 სამხედრო მონაწილეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S