Accentnews.ge
„ნურავის ექნება იმედი, 10–20–დოლარიანი ვაქცინებით 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა" - ფინანსთა მინისტრი ვაქცინაციის შემდეგ

„ნურავის ექნება იმედი, 10–20–დოლარიანი ვაქცინებით 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა" - ფინანსთა მინისტრი ვაქცინაციის შემდეგ

05/05/2021 20:29:51 საზოგადოება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც დღეს Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა, აღნიშნავს, რომ ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა.

მინისტრი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს.

დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.

პ.ს. 10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა", - წერს ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S