Accentnews.ge
როდიდან მიიღებენ ვაქცინირებული პირები შეღავათებს

როდიდან მიიღებენ ვაქცინირებული პირები შეღავათებს

05/05/2021 13:21:20 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების შემოღებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იქნება. ამ კონტექსტში მან ზაფხული – ივლისი ახსენა.

„პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული სტიმულების დაწესება და შემოღება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის განიხილება. ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტული პაკეტი მზადდება და ამაზე ნაადრევია საუბარი. არის ასევე საუბარი ბიზნესის წახალისებაზე, რომ მათ შექმნან ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო.

მთავარი აქცენტი გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს, კონკრეტული სასტუმრო ან რესტორანი არის დაკომპლექტებული ვაქცინირებული პირებით და იქ არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო, მას მიენიჭოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სერტიფიკატი ან მსგავსი თვალსაჩინო ნიშანი.

ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ ვაქცინაციით მოსახლეობის მეტად ფართო მოცვა გვჭირდება, რათა ყველას ჰქონდეს არჩევანი და მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია. ალბათ, ეს უფრო ივლისის თვისკენ იქნება შესაძლებელი, როცა ჩვენ მოსახლეობის უფრო ფართო მოცვაზე გადავალთ. ამდენად, როცა ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყება, სტიმულებზე უფრო აქტიურად ვისაუბრებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S