Accentnews.ge
„ჭეშმარიტ მაჩვენებლებს არ ასახავს“ – გაბუნია კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად მატების მიზეზს განმარტავს

„ჭეშმარიტ მაჩვენებლებს არ ასახავს“ – გაბუნია კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად მატების მიზეზს განმარტავს

05/05/2021 12:28:16 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ-19-ის მესამე ტალღის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, შესაბამისად, მისი პროგნოზით, შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა გასული 24 საათის სტატისტიკა „ჭეშმარიტ მაჩვენებლებს“ არ ასახავს:

„ეს არის დაგროვილი შემთხვევები. სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ მოხდა მათი გამოვლენა და ანგარიშგება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზრდის ტენდენცია შესაძლებელია და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 27 648 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2171 შემთხვევა. იანვრის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S