Accentnews.ge
სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა

სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა

05/05/2021 11:21:17 საზოგადოება, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. ამჯერად ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულდა.

სოფელ ჩუმლაყში დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-32 გამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ჭარბი წყლისგან გათავისუფლდა. აღდგენილი სამელიორაციო არხით სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S