მალიში ქალმა 9 ტყუპი გააჩინა
05/05/2021 11:09:50 მსოფლიო
აფრიკაში, მალის რესპუბლიკაში, ქალმა 9 ტყუპი - 5 გოგო და 4 ბიჭი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას მალის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, დედა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.
მალის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იშვიათი შემთხვევიდან გამომდინარე ქალზე სახელმწიფომ განსაკუთრებული ზრუნვა გასწია.
25 წლის ჰალიმა სისე მშობიარობამდე ორი კვირის განმავლოვაში ბამაკოს კლინიკაში იმყოფებოდა. შემდეგ კი პრეზიდენტ ბა ნადუს სურვილით იგი მაროკოს კლინიკაში გადაიყვანეს. ორივე კლინიკაში ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ 7 ტყუპის არსებობა დაადასტურა. თუმცა ქალმა დამატებით ორი ჩვილი გააჩინა.
ბავშვების დაბადების შემდეგ მალის პრეზიდენტმა ექიმებსა და ჰალიმა სისეს მშობიარობის მშვიდობიანად დასრულება მიულოცა.


