Accentnews.ge
კიბერ–შეტევა Glovo-ს სისტემაზე – რა პირადი ინფორმაციის მოპარვა შეძლეს ჰაკერებმა

კიბერ–შეტევა Glovo-ს სისტემაზე – რა პირადი ინფორმაციის მოპარვა შეძლეს ჰაკერებმა

05/05/2021 10:35:06 სამართალი, მსოფლიო

კიბერდამნაშავეებმა 2 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ესპანური სტარტაპი Glovo გატეხეს, – იუწყება Forbes.

მისი ცობით, ჰაკერი ყიდდა კლიენტებთან დასაკავშირებელ ინფორმაციას, ასევე საკურიერო ჩანაწერებს, რომლითაც პაროლის შეცვლა იყო შესაძლებელი. თუმცა როგორც Forbes-ს კომპანიამ განუცხადა, კლიენტების საკრედიტო ბარათების მონაცემები მოპარული არ არის.

Glovo-მ ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა და აღნიშნა, რომ პრობლემა ამჟამად მოგვარებულია.

როგორც Glovo–ში აცხადებენ, კომპანია ესპანეთის მონაცემთა დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა და გამოძიებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია გადასცა.

ამასთან, Glovo-ს თქმით, დანაშაულის დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს, საკვების, სასურსათო და მედიკამენტების მიწოდებისთვის Glovo–ს მომსახურებით მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო აქტიურად სარგებლობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S