ლონდონში "დიდი შვიდეულის" სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
05/05/2021 10:26:02 მსოფლიო
ლონდონში "დიდი შვიდეულის" სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. მომხდარის გამო დელეგაციის სრული შემადგენლობა თვითიზოლაციაში იმყოფება და სამტში მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში მიიღებს.
დიდ ბრიტანეთში ჩასულ ინდოელ დიპლომატებს გამონაკლისის სახით კარანტინის რეჟიმის გავლა არ მოუხდათ, თუმცა მათ კორონავირუსზე ტესტს ყოველ დღე უკეთებდნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებამდე ინდოეთის დელეგაციის წევრებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებების დროს დაცული იყო სოციალური დისტანცია და ამიტომ მათთან კონტაქტში მყოფი პირების თვითიზოლაცია სავალდებულო არ არის.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთი "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყანა არ არის. იგი სამიტზე ბრიტანეთმა ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ კორეასთან ერთად მიიწვია.


