Accentnews.ge
Wizz Air ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს

Wizz Air ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს

05/05/2021 09:36:59 ეკონომიკა

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის ცნობით, ავიაკომპანია ფრენებს აღადგენს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკსის მიმართულების.

"მინდა, გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ამატებს რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე, დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები", - თქვა არჩუაძემ.

ვიზეარმა საქართველოში ფრენები 18 აპრილს განაახლა. ამ დროისთვის ავიაკომპანია ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით დაფრინავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S