Accentnews.ge
გამყრელიძე: "პიკში ვართ შესული"

გამყრელიძე: "პიკში ვართ შესული"

05/05/2021 09:06:26 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებლით ქვეყანა პიკშია შესული და დღევანდელი მაჩვენებელი - 2 171 შემთხვევა, უქმე დღეებზეა "დაგროვილია", ვინაიდან დასვენების დღეებში ტესტირებები ინტენსიურ რეჟიმში არ მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ეპიდსიტუაცია "სახარბიელო" არ არის, თუმცა რიცხვები მართვადია და ჯანდაცვის სისტემა მას გაუმკლავდება.

"ეპიდსიტუაციაზე ვთქვით, რომ პიკში ვართ შესული. ეს 2000, რაც არის დღეს, ეს გახლავთ უქმე დღეებზე დაგროვილი. მოგეხსენებათ, რომ უქმე დღეებზე ტესტირება ინტენსიური არ არის, უქმე დღეების შემდგომ, გარკვეულად გვაქვს ხოლმე ასეთი ნახტომისებური. დიდი ალბათობით შეიძლება, ესეც იყოს და მეორე, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაცია არ არის სახარბიელო. ჯანდაცვის სისტემა მაშინ გაუმკლავდა, როცა 5000-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. მოგეხსენებათ, ნოემბერ-დეკემბერში იყო სირთულეები, მაგრამ გაუმკლავდა. ახლა ეს რიცხვები არის მართვადი",- განაცხადა გამყრელძემ.

ჯანდაცვის მინისტრ თამარ გაბუნიას თქმით კი პირი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

„წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის.

დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით 10 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 24 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S