Accentnews.ge
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში წიწიბურაზე დეფიციტი არ იქნება

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში წიწიბურაზე დეფიციტი არ იქნება

05/05/2021 08:58:25 საზოგადოება

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში წიწიბურას მარაგები საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ცვლილება საქართველოს შიდა ბაზარზეც ახდენს გავლენას, მითუმეტეს, იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება. რუსეთის შესაბამისი გადაწყვეტილება წიწიბურას და ბურღულეულზე ექსპორტის აკრძალვის შესახებ, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპების არსებობა, იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრების სხვა მომწოდებლებთან დაამყარონ კავშირები. ვფიქრობთ, იმპორტიორები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას და ბაზარზე შენარჩუნებული იქნება სტაბილური მდგომარეობა",- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ცნობისთვის: რუსეთმა წიწიბურის ექსპორტის შეზღუდვა დააანონსა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S