120 ევროპარლამენტარი ევროკავშირს აზერბაიჯანზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს
05/05/2021 08:51:00 მსოფლიო
120 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირს გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა ბაქომ ყარაბაღფის მეორე ომის დროს დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეები გაათავისუფლოს.
ევროდეპუტატები შესაბამისი წერილით ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს მიმართავენ.
მათი თქმით, აზერბაიჯანში დარჩენილი სამხედრო ტყვეების რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რათა აზერბაიჯანული მხარე თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე უკვე გადასცეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მათ რამდენიმე პირი დააკავეს და მათზე შეთანხმება არ ვრცელდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ადამიანები ტერორიზმსა და საბოტაჟის მცდელობაში არიან მხილებულნი და ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.


