Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

05/05/2021 07:00:13 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 171 შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა;
  • იმერეთში – 202;
  • აჭარაში – 135
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 118,
  • ქვემო ქართლში – 83,
  • შიდა ქართლში – 82,
  • გურიაში – 48,
  • კახეთში – 54,
  • მცხეთა-მთიანეთში – 70,
  • სამცხე-ჯავახეთში – 13,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 449, აჭარაში – 499, იმერეთში – 417.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, მათ შორის, თბილისში – 413, აჭარაში – 87, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 410 – თბილისში, 307 – აჭარაში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 69, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 4 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 603 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 677 პირი, აჭარაში – 2 370, იმერეთში – 784“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 „პისიარ“ ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 315 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 296 532 პირი გამოჯანმრთელდა, 4 207 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S