ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური ნამატი დაფიქსირდა
05/05/2021 06:55:26 საზოგადოება
ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური ნამატი დაფიქსირდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში ინფიცირების 2 171 შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 პირი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 „პისიარ“ ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა;
- იმერეთში – 202;
- აჭარაში – 135
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 118,
- ქვემო ქართლში – 83,
- შიდა ქართლში – 82,
- გურიაში – 48,
- კახეთში – 54,
- მცხეთა-მთიანეთში – 70,
- სამცხე-ჯავახეთში – 13,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, მათგან 166 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 677 პირი, აჭარაში – 2 370, იმერეთში – 784.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 315 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 296 532 პირი გამოჯანმრთელდა, 4 207 პაციენტი გარდაიცვალა.


