მექსიკაში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა (ვიდეო)
05/05/2021 06:29:08 მსოფლიო
მექსიკაში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, 79 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის თქმით, გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და არავინ დარჩეს დაუსჯელი. მედიის ცნობით, მეტროს ხაზს შემოწმება ერთი წლის წინ ჩაუტარდა.
შემთხვევა მექსიკაში 4 მაისს მოხდა. მეტროს მე-12 ხაზის ესტაკადა მატარებელთან ერთად ჩამოინგრა და ქვემოთ მოძრავი მანქანები ქვეშ მოიყოლა. სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე მუშაობდნენ.


