Accentnews.ge
გერმანიის მთავრობა ვაქცინირებული და კოვიდ–გადატანილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა ვაქცინირებული და კოვიდ–გადატანილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

04/05/2021 15:37:34 მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ვაქცინირებული და კოვიდ–გადატანილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა უკვე მიიღო. როგორც იუსტიციის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, მთავრობის ინიციატივა ახლა პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.

„თუ ვირუსის გადაცემა სრულად ვაქცინირებულ და გამოჯანმრთელებულ ადამიანებში მნიშვნელოვნად შემცირებულია, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული მოქმედ ზომებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გერმანიის მოქალაქეების დაახლოებით 8%-ს აქვს მიღებული, მოსახლეობის 28%-ზე მეტს კი, ვაქცინის პირველი დოზა აქვს გაკეთებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S