
მოსკოვის სასამართლომ ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
17/07/2019 10:10:45 სხვა, მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს წინაწარი პატიმრობის ვადა სამი თვით გაუხანგრძლივა.
რუსეთმა ქერჩის სრუტეში 24 უკრაინელი მეზღვაური და სამი სამხედრო გემი 2018 წლის 25 ნოემბერს დააკავა. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. დაკავებული მეზღვაურებისა და გემების გათავისუფლებას უკრაინა და რიგი მსოფლიო ლიდერები ამ დრომდე ითხოვენ.