ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთის საზღვარი გადაწია
04/05/2021 15:00:30 მსოფლიო
ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთის საზღვარი გადაწია.
როგორც BBC იუწყება, ტრაქტორზე მჯდომი ბელგიელი ფერმერი აშკარად საზღვრის აღმნიშვნელი ქვის ადგილმდებარეობამ გააღიზიანა, რადგან ის ტრაქტორით გავლაში უშლიდა ხელს, ამიტომ მან ქვა საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაწია.
საზღვრის გადაწევის ფაქტი ბელგიელმა ისტორიკოსმა შეამჩნია, რომელიც ტყეში ფეხით სეირნობდა და შენიშნა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ქვა 2,29 მეტრით იყო გადაადგილებული.
გამოცემის ცნობით, საერთაშორისო აღშფოთების ნაცვლად, ამ ინციდენტმა ორივე მხარის წარმომადგენლები ძალზე გაახალისა.
ბელგიისა და საფრანგეთის საზღვარი 620 კილომეტრის სიგრძისაა. ის ფორმალურად კორტრიკის ხელშეკრულების დროს შეიქმნა, რომელსაც 1820 წელს ნაპოლეონის ვატერლოოსთან დამარცხებიდან ხუთ წელიწადში მოეწერა ხელი. ქვა 1819 წლისაა, როდესაც საზღვარი პირველად მოინიშნა.


