ბლინკენმა და ბორელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხი განიხილეს
04/05/2021 14:54:22 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორმხრივი შეხვედრა ლონდონში "დიდი შვიდეულის" მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
"ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის წინაშე არსებული საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. კერძოდ, ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა ისაუბრეს ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობებზე, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზების საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს, რუსეთის მიერ ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს. მხარეებმა განიხლეს ავღანეთის თემა და იმსჯელეს ჩინეთთან ურთიერთობებზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე შეშფოთება გამოთქვა კოლუმბიაში მზარდი არასტაბილურობის გამო", – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


