Accentnews.ge
თეირანში შვეიცარიის საელჩოს პირველი მდივნი გარდაცვლილი იპოვეს

თეირანში შვეიცარიის საელჩოს პირველი მდივნი გარდაცვლილი იპოვეს

04/05/2021 12:11:19 მსოფლიო

თეირანში შვეიცარიის საელჩოს მაღალი რანგის დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს,– იუწყება "როიტერი" ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შვეიცარიის საელჩოს პირველი მდივნის ცხედარი სამსახურში მისულმა მებაღემ აღმოაჩინა:

"დიპლომატი სავარაუდოდ, მაღალი სართულიდან გადმოვარდა. გარემოებებს გამოძიება დაადგენს".

განცხადება გაავრცელა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ დიპლომატი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S