
Euronews “შილდას” მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ ასახელებს
17/07/2019 09:34:36 სხვა, საზოგადოება
გამოცემა Euronews მსოფლიოს მწვანე არქიტექტურის ხუთ ნიმუშს შორის კახეთში მდებარე ღვინის ქარხანა „შილდას“ პირველ ადგილზე ასახელებს.
ღვინის ქარხანა ბრიტანული X-architecture-ის პროექტს წარმოაგენს. „შილდას“ სათავო ოფისები თბილისსა და ლონდონში აქვს გახსნილი.
“ჯერ-ჯერობით "შილდა" უდავოდ ჩვენი ფავორიტია”, - წერს გამოცემა.
დანარჩენ ოთხ ადგილს კი ტორონტოს ხის კოშკი, WOHA-ს არქიტექტურა (სინგაპური), Off the Grid Office (რუმინეთი) და Corallo House (გვატემალა) იკავებენ.