Accentnews.ge
მეხიკოში მეტროს ხიდი ჩამონგრა, არის მსხვერპლი

მეხიკოში მეტროს ხიდი ჩამონგრა, არის მსხვერპლი

04/05/2021 08:10:58 მსოფლიო

სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 70–ზე მეტი დაშავდა მეხიკოში, მეტროს ხიდის ჩამონგრევის შედეგად.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია ხიდის ერთ-ერთი საყრდენის დაზიანებამ გამოიწვია. ნანგრევებში მოყვა რამდენიმე ავტომობილი. სამაშველო სამუშაოები გარკვეული პერიოდულობით ჩერდებოდა კონსტრუქციის მთლიანად ჩამოშლის საფრთხის გამო.

მედია წერს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია შიშობდა, ხიდი გამო, რადგან 2017 წლის მიწისძვრის შემდეგ საყრდენებს ბზარები გაუჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S