Accentnews.ge
The Telegraph - დაივიწყეთ საფრანგეთი, საქართველო იდეალური ქვეყანაა, მოიწყოთ ღვინის დღესასწაული

The Telegraph - დაივიწყეთ საფრანგეთი, საქართველო იდეალური ქვეყანაა, მოიწყოთ ღვინის დღესასწაული

04/05/2021 07:45:02 საზოგადოება

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ქართული ღვინის წარმოების თაობაზე წერს და აქვეყნებს სტატიას სათაურით "დაივიწყეთ საფრანგეთი, საქართველო იდეალური ქვეყანაა, მოიწყოთ ღვინის დღესასწაული ე.წ. ლოქდაუნის შემდეგ"

სტატიაში საუბარია, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდზე.

"ქართველები ღვინოს დასადუღებლად ქვევრს იყენებენ. იგი ლიმონის ფორმის თიხის ჭურჭელია, რომელიც მიწაშია დამარხული ყელამდე. ღვინის დაყენების ამ მეთოდს ქართველები ძვ. წ. VI ათასწლეულიდან მიმართავენ. თუ Covid-19–ის პანდემია განაგრძობს ღვინის ტურიზმის ისეთი ძირითადი მიმართულებების ჩაშლას, როგორიცაა საფრანგეთი, საქართველო გელოდებათ მას შემდეგ, რაც გახდება ერთ – ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ვაქცინირებულ მგზავრებს, ტესტისა და საკარანტინო რეჟიმის გარეშე. ამჟამად ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები რჩება (მათ შორის – "კომენდანტის საათი", რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს), თუმცა ლონდონში საქართველოს საელჩო მოელის, რომ ეს შეზღუდვები ვაქცინაციის პროგრამის ამოქმედებასთან ერთად მალე მოიხსნება. ”ბრიტანელ მოგზაურებს ახლა შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, გაეცნონ ქართული სტუმართმოყვარეობას და ჩვენს გამორჩეულ კულტურასა და ღვინოს”, - აცხადებს ელჩი სოფო ქაცარავა. როგორც იგი აღნიშნავს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია", – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S