საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა მაჩვენებელი ბოლო 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა
04/05/2021 07:42:36 საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა: თუ 2019 წელს ქვეყანაში შემწეობას 441 448 მოქალაქე იღებდა, წელს ეს მაჩვენებელი 42 254-ით გაიზარდა და 483 702 ადამიანი შეადგინა, რაც პოტენციური მოსახლეობის 13%–ია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა 2020 წლის მაჩვენებელი ბოლო 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა.


