Accentnews.ge
ფხაკაძემ ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვიტა

ფხაკაძემ ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვიტა

04/05/2021 07:35:57 საზოგადოება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ივნისში გაიკეთებს.

ფხაკაძემ არჩევანი Pfizer-ის ვაქცინაზე შეაჩერა და საკუთარი გადაწყვეტილების მოტივაციასაც განმარტავს:

"მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, რომელი ვაქცინით ავცრილიყავი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო Pfizer-Biontec-ის ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე. 28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს.

გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო:

  • მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით;
  • ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ;
  • არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. თუ იქნა საშუალება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.

მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვირე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო 2 ვარიანტი -Moderna და Pfizer და წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. ვინაიდან Moderna-სთან დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შსაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და Pfizer-ით აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს Pfizer-ზე.

რაც შეეხება ზოგადად მოგზურობას, საქართველოში თუ აიცრებით Pfizer-ით ან AstraZeneca-თი, ევროპაში იმოგზაურებთ, აუცრელობის ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში კი კარანტინის გავლა მოგიწევთ. ჩინეთში მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში შეხვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 21 დღიან კარანტინს გაივლით" - ამბობს ფხაკაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S