Accentnews.ge
გამყრელიძე: "მზის სხივი კორონავირუსზე მოქმედებს და ალბათ, უფრო და უფრო შესუსტდება"

გამყრელიძე: "მზის სხივი კორონავირუსზე მოქმედებს და ალბათ, უფრო და უფრო შესუსტდება"

04/05/2021 07:30:11 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მზის სხივი ვირუსზე მოქმედებს, რის გამოც თბილ ამინდებთან ერთად შესაძლოა, ვირუსი შესუსტდეს.

„არ გვინდა, რომ დღეში კორონავირუსის 2 000- 3000-4 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს. დიდი ლაბათობით და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით, აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან მივეჩვიეთ პირბადის ტარებას. ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%–ია, რაც კარგია, მაგრამ თუ 95%–ზე ავალთ, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. მეორე, საკმაოდ დიდ ნაწილს, მოსახლეობის დაახლოებთ 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. მესამე, მოდის ზაფხული, თბილი ამინდები: მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ალბათ, უფრო და უფრო შესუსტდება. ამასთან, რა თქმა უნდა, აიცრა ცოტა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა არის მოსახლეობის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,05%-ია, ბოლო 14 დღის - 5,02%, ბოლო 7 დღის - 5,74%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S