კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და სამ რეგიონში გამოვლინდა
04/05/2021 06:56:20 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქზე მოდის. კეროდ, ინფიცირების შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა,
- აჭარა – 106,
- იმერეთი – 64,
- ქვემო ქართლი – 43,
- შიდა ქართლი – 30,
- გურია – 17,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 76,
- კახეთი – 40,
- მცხეთა-მთიანეთი – 13,
- სამცხე-ჯავახეთი – 14,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, აქედან 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პაციენტი.
788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი.


