Accentnews.ge
„საქართველოში 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად, არის გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი“

„საქართველოში 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად, არის გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი“

04/05/2021 06:30:09 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი არსებობს:

"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ეს ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. დღევანდელი ეპიდვითარება არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ა.შ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება.

საქართველოში საკმაოდ ბევრს - 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ასევე, მოდის თბილ ამინდები, ამ ვირუსზე კი მზის სხივი მოქმედებს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S