„ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. კოვიდ–ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“
04/05/2021 06:06:14 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ეს ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი არსებობს:
"დღევანდელი ეპიდვითარება არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ა.შ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება.
საქართველოში საკმაოდ ბევრს - 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ასევე, მოდის თბილ ამინდები, ამ ვირუსზე კი მზის სხივი მოქმედებს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.


