ბილ და მელინდა გეიტსებმა განქორწინება გადაწყვიტეს
04/05/2021 06:02:29 მსოფლიო
მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, კომპანია „მაიკროსოფტის“ დამაარსებელი, ფილანტროპი ბილ გეიტსი და მისი ცოლი მელინდა ერთმანეთს შორდებიან.
ბილ და მელინდა გეიტსებმა ერთობლივი გადაწყვეტილება “ტვიტერით” გამოაცხადეს. ისინი წერენ, რომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ქორწინების შეწყვეტა გადაწყვიტეს, თუმცა, ერთად გააგრძელებენ საქმიანობას საქველმოქმედო ფონდში.
ბილ გეიტსი და მელინდა ენ ფრენჩი 1994 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.
2000 წელს, ბილ და მელინდა გეიტსებმა დააარსეს საქველმოქმედო ფონდი Bill and Melinda Gates Foundation, რომლის ამჟამინდელი აქტივები 51 მილიარდ დოლაზე მეტია.
2005 წელს, ჟურნალმა „თაიმმა“ ბილ და მელინდა გეიტსები წლის ადამიანებად დაასახელა
ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეოთხე ადგილზეა და მისი ქონება 124 მილიარდი დოლარია. 2014 და 2017 წლებში, ამავე ჟურნალის ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში მელინდა გეიტსი მესამე ადგილზე იყო.


