"პირისპირ შეხვედრა მხოლოდ სამჯერ შედგა" – გამსახურდია რეიგანთან [ვიდეო]
03/05/2021 19:55:23 საზოგადოება
ყოფილი პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას აქამდე ფართო მასებისთვის უცნობ ვიდეოს აქვეყნებს წარწერით:
„ხომ არის ისეთი არქივი,რასაც ბევრი წელი ეძებ.ასეთია ჩემთვის ეს მასალა.მადლობა ქ-ონ მანანას ამ შესაძლებლობისთვის.
იცით,რომ ზვიად გამსახურდიას საბჭოთა კავშირიდან ფეხის გადგმა აკრძალული ქონდა.საზღვარგარეთ გასვლა მხოლოდ მას მერე მოახერხა,რაც დევნილობისას ვენაში მიიწვიეს.ეს იმ პირობებში,როდესაც “დისიდენტებად “წოდებულ მოაზროვნეებს არამც თუ გასვლა უცხოეთში სამსახურის პოვნაც არ უჭირდათ.
ზვიად გამსახურდიას და რონალდ რეიგანს მუდმივად ჰქონდათ კავშირი,თუმცა პირისპირ შეხვედრა მხოლოდ სამჯერ შედგა მოსკოვში,ისიც რეიგანის დაჟინებული მოთხოვნით.გაზიარებული მასალა ასახავს ერთ-ერთ შეხვედრას მოსკოვში აშშ საელჩოს სპასო ჰაუსის დარბაზში,სადაც ზვიად გამსახურდია მთელი ოჯახით იყო მიწვეული“, – წერს ეკა ხერხეულიძე.


