პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე იპოვეს
03/05/2021 17:59:17 საზოგადოება
პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე იპოვეს.
პაატა ჩიქობავას ახლობელი რ2–თან აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი დაკავებულია და მის შესახებ ამ დროისთვის დამატებით დეტალებს არ ფლობს:
რაც მთავარია, ვიპოვეთ და ვიცით, რომ ცოცხალია. დეტალებს გავარკვევთ. მადლობა მედიას და ქართველებს აქტიურობისთვის".
ცნობისთვის: პაატა ჩიქობავასთან დაკავშირებას ოჯახის წევრები 18 აპრილის შემდეგ ვერ ახერხებდნენ.


