Accentnews.ge
"ნატო-ს ივნისის სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საგზაო რუკა განიხილება"

"ნატო-ს ივნისის სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საგზაო რუკა განიხილება"

03/05/2021 17:48:54 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ნატო-ს ივნისის სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საგზაო რუქის განხილვა დააანონსა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ცენტრალური ევროპის ქვეყნების მომავალი სამიტის პერსპექტივების შესახებ, რომელიც ბუქარესტში მომდევნო კვირას გაიმართება. აქ ჩვენ ვისაუბრებთ უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებით უკრაინაზე. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ივნისის შუა რიცხვებში, ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტზე, სადაც უკრაინის თემა აგრეთვე იქნება განხილული“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ნატო-ს სამიტზე პირველ რიგში განიხილება უკრაინის უსაფრთხოების საკითხი და მეორე, ამ ქვეყნისთვის წევრობის სპეციალური საგზაო რუკის მიცემის თემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S